სიახლეები

რეგიონული SME-ის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა აჭარის ბიზნეს-სექტორთან

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში არსებულმა  რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა ბათუმში, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. ჯგუფი მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (IHK) მხარდაჭრით შეიქმნა და მისი მიზანი რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემატიკის ანალიზი და  ამ სექტორის  ბიზნეს-სუბიექტების   საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო პრაქტიკული კონსულტაციების გაწევაა. ასევე, პალატის მომსახურებებისა  და სახელმწიფო  სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლება რეგიონულ ბიზნესში. 

საპარტნიორო პროექტის ფარგლებში, რომელიც უკვე მე-4 წელია წარმატებით ხორციელდება, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას რეგიონული მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და რეგიონებში პალატის მომსახურებების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიმართულებით უწყობს ხელს. დღეს ქალაქ ბათუმში  გამართულ შეხვედრას ადგილობრივი ბიზნესის 30-მდე წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. 

აღნიშნულ ღონისძიების პირველ ნაწილში  შედგა  პალატის პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევის „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო გზების კვლევის ანგარიში“ წარდგენა. ანგარიშში ასახულია შესაბამისობის კვლევის შედეგები, რეგიონული ბიზნესის მიერ მოთხოვნად პროფესიებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებს შორის. კვლევა საქართველოს 3 რეგიონში განხორციელდა.  დღევანდელ შეხვედრაზე აჭარის ბიზნეს სექტორის წინაშე პრეზენტაციით, პალატის პარტნიორი საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“-ს ხელმძღვანელი, მათე ტაკიძეც წარდგა. 

მსგავსი ტიპის შეხვედრებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა რეგიონებში უკვე მესამე დღეა მართავს. ქუთაისიდან დაწყებული შეხვედრათა ციკლი ოზურგეთა და ზუგდიდში გამართული ღონისძიებების შემდეგ დღეს, სწორედ ბათუმში დასრულდა. 

27.12.2018

ვალუტის კურსი

USD
2.8687
Eur
3.2178
GBP
3.5580
კონტაქტი