სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გორში მეფუტკრეობაში ტრენინგი გაიმართა

2019 წლის 8 თებერვალს გორში, მისამართი:  სასტუმრო „Lucky’’ სუხიშვილის ქ. N 35, გაიმართა ტრენინგი თემაზე:  ფუტკრის დაავადებებთან ბრძოლის მეთოდები და საგაზაფხულო სამუშაოები მეფუტკრეობაში.
ღონისძიებაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ფუტკრის პრობლემური დაავადებების (ვაროოზი, ამერიკული სიდამპლე და ნოზემოზი) კონტროლის სტრატეგია, საგაზაფხულო სამუშაოები საფუტკრეში, ასევე საფუტკრის პროდუქტიულობის ამაღლების პრინციპები. ტრენინგში მონაწილეობა  მიიღო ოცმა ადგილობრივი კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელმა. 
ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში “- მხარდაჭერით გაიმართა,  რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს უძღვებოდა ირაკლი ჯანაშია - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ენტომოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში.

08.02.2019

ვალუტის კურსი

USD
2.6939
Eur
3.0323
GBP
3.5053
კონტაქტი