სიახლეები

საქართველო-ლიბანის ბიზნეს ფორუმი გაიმართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა  და საქართველო-ლიბანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, დღეს ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს, 40-მდე ლიბანური კომპანია ეწვია. მათ შორის არიან ტურიზმის, უძრავი ქონების, საფინანსო სექტორის, ასევე სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელი სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიება გახსნეს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ. ბიზნეს-ფორუმის, სახელწოდებაა ,,საქართველო-ლიბანის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები: დინამიური გამოწვევა უკეთესი მომავლისთვის“ და მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაა. 

როგორც ფორუმის გახსნისას, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა განაცხადა, საქართველოსა და ლიბანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მასშტაბები მზარდია, თუმცა უფრო დიდი პოტენციალი გააჩნია. ,,ასეთი ფორუმები, კარგი პლადფორმაა იმისთვის, რომ ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუკავშირდნენ, გამონახონ საერთო ინტერესების სფეროები და დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები.“-განაცხადა ნინო ჩიქოვანმა. 

 ლიბანის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრები, ასევე დიპლომატიური მისიებისა და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ლიბანურ და ქართულ კომპანიებს შორის, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.

16/05/2019

ვალუტის კურსი

USD
2.7802
Eur
3.1102
GBP
3.5275
კონტაქტი