სიახლეები

ტურიზმის სექტორისთვის, საინფორმაციო შეხვედრა იგეგმება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან საჯარო-კერძო დიალოფის ფორმატში, შეხვედრა გაიმართება. ღონისძიება 20 მაისს 14:30 საათზე, სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ იგეგმება. ღონისძიებას პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი გახსნის. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე. საინფორმაციო შეხვედრაზე, ტურისტული კომპანიების და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე, პრეზენტაციით წარსდგება ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიან ქვრივიშვილი.

ღონისძიებაზე საუბარი იქნება, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი, უფასო სატრენინგო პროგრამების შესახებ, რომელიც  კერძო სექტორისთვისაა განკუთვნილი, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამებსა და გეგმებზე, ტურიზმის სფეროში პროფესიული მომზადება/გადამზადების კუთხით. 

ღონისძიების ბოლოს, გაიმართება დისკუსია/კითხვა-პასუხი, ტურიზმის სექტორში არსებულ აქტუალური საკითხებზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/xSjPZ6HahDwgy98D8

16/05/2019

ვალუტის კურსი

USD
2.9336
Eur
3.2487
GBP
3.5602
კონტაქტი