სიახლეები

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა  ასოციაციასთან სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის. მემორანდუმის მიხედვით, მხარეები განახორციელებენ ერთობლივ აქტივობებს, დაგეგმავენ სამუშაო შეხვედრებს, ფორუმებს, ბიზნეს-კონფერენციებს, სიმპოზიუმებსა და სემინარებს პროფესიული განათლების ცნობადობის გაზრდის და პოპულარიზაციის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აგროსექტორის ისეთ კონკრეტულ მიმართულებებს როგორიც არის აგროწარმოება და პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება, პროფესიული განათლების სფეროში მოზარდებისათვის და დამწყები სპეციალისტებისათვის მოკლევადიანი ტრენინგების, სასწავლო კურსებისა და  პრაქტიკული მეცადინეობების ორგანიზების კუთხით.

პროექტის მიმართულია ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებისაკენ იძულებით გადაადგილებულ ფერმერებით დასახლებულ თემებში და სამმხრივ მიდგომას ითვალისწინებს. პროექტის გუნდი მუშაობს სიღარიბეს შემცირებასა და სოციალურ ჩართულობაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საარსები წყაროების გაუმჯობესებაზე და ახალგაზრდობის ჩართულობაზე.

05/07/2019 

ვალუტის კურსი

USD
2.9446
Eur
3.2606
GBP
3.8789
კონტაქტი