სიახლეები

სამუშაო ვიზიტი გუანდუნის პროვინციის ქ.გუანჯოუს იუექსიუს რაიონის იფიციალურ დელეგაციასთან

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას გუანდუნის პროვინციის, ქ. გუანჯოუს იუექსიუს რაიონის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა. შეხვედრას ესწრებოდნენ პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, მომსახურებისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ვეკუა, ჩინეთის საინვვესტიციო პრომოუშენის სერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ჰუანგ იონგლინგ,რაიონის ორგანიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ვენ ჭივენ,რაიონის ბიუროს ფინანსური დირექტორი ლიაო ჯინვეი, რაიონის ბიზნეს ბიუროს დირექტორი ვეი ლუო.

შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ვაჭრობის გააქტიურების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას. პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ აღნიშნა, რომ ქალაქ გუანჯოუში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობა 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა და მიზნად ისახავს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ჩინეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა, ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ასევე პოპულარიზაციას უწევს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და შესაძლებლობებს. მხარეებმა ასევე განიხილეს ამაწლის 23-26 აგვისტოს გუანჯოუს 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის საერთაშორისო გამოფენა 2019, რომელშიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ოცამდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას. 


ვალუტის კურსი

USD
2.9446
Eur
3.2606
GBP
3.8789
კონტაქტი