საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, ისა ალბაშა ალნოაიმს უმასპინძლა
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, ისა ალბაშა ალნოაიმს უმასპინძლეს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან შეხვედრას ესწრებოდნენ პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე პაპიაშვილი.
შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო გარემო და არაბთა გაერთიანებული საამიროების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისთვის.