DCFTA საინფორმაციო ცენტრი - ტრენინგი ბათუმში სამშენებლო მასალების შესახებ
2018 წლის 13 სექტემბერს, ბათუმში გაიმართა ტრენინგი თემაზე: „ევროკავშირის რეგულაცია სამშენებლო მასალების შესახებ“.
ღონისძიებაზე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ევროკავშირის რეგულაცია „სამშენებლო მასალების შესახებ“, სამშენებლო მასალების ბაზარზე ზედამხედველობა და ზედამხედველობის პროცედურები, საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სამშენებლო პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის“ შესახებ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სამშენებლო სექტორის წარმომადგენელმა 22-მა ადგილობრივმა მეწარმემ.
ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს უძღვებოდა დარგის ექსპერტი - რამაზ ობოლაძე, სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე.
13.09.2018