სიახლეები

პალატის პრეზიდენტი უზბეკეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა უზბეკეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში (რეზიდენციით ბაქო), შერზოდ ფაიზიევს უმასპინძლა. საუბარი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას ეხებოდა. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა უკვე თანამშრომლობს უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან. შესაბამისი მემორანდუმი პალატებს შორის 2018 წლის მაისში, საქართველო-უზბეკეთის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის რიგით მე-8 სხდომის ფარგლებში გაფორმდა, რომელსაც წინ საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს-ფორუმი უძღოდა. 

ელჩთან შეხვედრის  მიმდინარეობისას აქცენტი გაკეთდა ერთობლივი ბიზნეს-მისიებისა და ფორუმების ორგანიზებაზე. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა დიპლომატს  ერთობლივი სექტორული ბიზნეს-ფორუმებისა და სავაჭრო მისიების ორგანიზების იდეა შესთავაზა. საუბრისას გამოიკვეთა რამდენიმე სექტორი, რომლებმაც  შესაძლოა ასეთი ღონისძიებების დაგეგმვის შემთხვევაში მაღალი ინტერესი გამოიწვიოს. ესენია: ფარმაცევტიკა, კვების მრეწველობა და ტექსტილის წარმოება. 

უზბეკეთის  ელჩი სხვა არარეზიდენტ ელჩებთან ერთად საქართველოში  პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალზე ჩამოვიდა. 

7.11.2018 

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი