სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის იმერეთის რეგიონულ ოფისს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვია The Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH PSD, TVET

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის იმერეთის  რეგიონულ ოფისს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვია: The Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH  PSD, TVET პროგრამის დირექტორის მოადგილე იოჰანეს სტრიტმატერი, ასევე  პროგრამის უცხოელი და ქართველი ექსპერტები.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში,  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით გაიმართა შეხვედრა მეწარმეებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა კერძო კომპანიების ინტერესი და ჩართულობა დუალური პროფესიული განათლების მიმართულებით. ამასთან განხილულ იქნა დუალური პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და რეგიონების მიხედვით სამიზნე ჯგუფების შექმნის ინიციატივა.
 
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო იმერეთის მხარის 20–მდე მეწარმე სუბიექტის წარმომადგენელმა.

ვალუტის კურსი

USD
2.9232
Eur
3.2395
GBP
3.5561
კონტაქტი