სიახლეები

პალატასთან არსებულმა ტურიზმის კომიტეტმა პირველი სხდომა გამართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ტურიზმის საკითხებზე მომუშავე კომიტეტი შეიქმნა, რომელმაც პირველი შეხვედრა 2018 წლის 6 მარტს გაიმართა. შეხედრას, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ესწრებოდა. 

კომიტეტის შექმნის მიზანი ტურიზმის სფეროში  არსებული ვითარების ანალიზი და პრობლემატური საკითხების განხილვაა. ამ ეტაპზე კომიტეტი პალატის საბჭოს წევრი შესაბამისი სექტორული ბიზნეს-ასოციაციებით არის დაკომპლექტებული. მათ შორის არიან: საქართველოს სასტუმრო და სარესტორნო ფედერაცია, საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, დასაქმების კერძო სააგენტოების ასოციაცია.  კომიტეტის პირველ სხდომაზე თავმჯდომარედ საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის დამფუძნებელი საბა კიკნაძე აირჩიეს. 

ამასთანავე, ტურიზმის თემებზე მომუშავე კომიტეტთან პალატა აქტიურ კონსულტაციებს გაივლის დუალური განათლების სისტემის ტურიზმის სფეროში დანერგვის კუთხით. 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დუალური განათლების  წარმატებული გერმანული მოდელის დანერგვაზე მუშაობს. გერმანული პრაქტიკის მიხედვით კერძო სექტორს, სტუდენტებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის მედიატორის როლს სწორედ სავაჭრო პალატები ასრულებენ. მოდელის უფრო ეფექტურად დანერგვის მიზნით საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა სააკოორდინაციო საბჭოს შექმნას  გეგმავს. 

6.03.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი