სიახლეები

DCFTA საინფორმაციო ცენტრი - ტრენინგი მეწარმეებისთვის ზუგდიდში

2018 წლის 1 ნოემბერს ზუგდიდში გაიმართა ტრენინგი თემაზე „ევროდირექტივა მომხმარებლებისთვის სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ.“ 

ღონისძიებაზე განხილულ იქნა საკითხები, როგორებიცაა: DCFTA – SPS თავი, საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ სფეროში. ევროდირექტივა მომხმარებლებისთვის სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების შესახებ, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, „ტექნიკური რეგლამენტი - მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №301 დადგენილება.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სამეგრელოს რეგიონის მცირე და საშუალო 30-მდე  მეწარმემ.

ღონისძიება ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ - მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.
ტრენინგს უძღვებოდა კახა სოხაძე - სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხარისხის მართვისა და აღიარების სამმართველოს უფროსი. 

1.11.2018

ვალუტის კურსი

USD
Eur
GBP
კონტაქტი