სიახლეები

ოზურგეთში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის რეგიონული ოფისი გაიხსნა



საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, დღეს გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, პალატის რეგიონული ოფისი გახსნა. ლანჩხუთის შემდეგ, ეს იქნება პალატის რიგით მეორე ოფისი, რომელიც გურიის რეგიონში იმუშავებს. ადგილობრივ მეწარმეებს საშუალება მიეცემათ, ადგილზე მიიღონ ის სერვისები და საკონსულტაციო მომსახურება, რასაც პალატა მათ სთავაზობს. 

ოფისის დათვალიერების შემდგეგ, პალატის პრეზიდენტი ადგილობრივ მეწარმეებსაც შეხვდა. ნინო ჩიქოვანმა იმ გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რაც ადგილობრივ ბიზნესს აწუხებს. თავის მხრივ პალატის პრეზიდენტმა დამსწრეებს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პროექტებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია, ასევე ხაზი გაუსვა, ახალი ოფისის ამოქმედების მნიშვნელობას, მეწარმეობის მხარდაჭერისა და მათი ინფორმირებულობის საქმეში.

გურიაში ვიზიტისას, პალატის პრეზიდენტმა ოზურგეთში მდებარე სამკერვალო საწარმო ,,ოზურგეთი დენიმიც“ დაათვალიერა. საწარმო 2018 წლის ზაფხულში, თურქული ინვესტიციით გაიხსნა და მასში 300-მდე ადამიანია დასაქმებული. სამკერვალო ფაბრიკა ტანსაცმელს, საერთაშორისო ბრენდების დაკვეთით კერავს. 

7/03/2019
 

ვალუტის კურსი

USD
2.9607
Eur
3.2855
GBP
3.6878
კონტაქტი