სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის განცხადება

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატისა და ბელარუსის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით გიწვევთ ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება 2019 წლის 20 მარტს,  საგამოფენო კომპლექს ExpoGeorgia-ში (ქ.თბილისი, ა.წერეთლის გამზ. N118, მე-11 პავილიონი). 14:30 საათზე გამოფენას გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი - მამუკა ბახტაძე. გამოფენის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს-საბჭოს სხდომა. 15:30 საათზე ბიზნეს-საბჭოს სხდომას გახსნის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი და ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე სერგეი ნაბეშკო.

ღონისძიების ფარგლებში, ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები და განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ბელარუსის რესპუბლიკის კომპანიებთან. ღონისძიებაზე დასასწრებად ბელარუსიდან 50-მდე კომპანია ჩამოდის. მათ შორის არიან საინვესტიციო ინტერესების მქონე კომპანიებიც.

ბელარუსის ბიზნეს-დელეგაციის ინტერესის ძირითადი სფეროებია: სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურება, ლოგისტიკა,  მედიკამენტების წარმოება, საბირჟო ვაჭრობა, კონსალტინგი,  ბიზნეს დაგეგმარება, მარკეტინგული კვლევა, მეტალურგია და ა.შ

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები (B2B) ქართველ და ბელარუს მეწარმეებს შორის. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში დაგვიდასტუროთ დასწრება და შეავსოთ  სააპლიკაციო ფორმა და გაიაროთ რეგისტრაცია: https://goo.gl/forms/2ZJgV81O0LK7tFMU2

14/03/2019

ვალუტის კურსი

USD
2.6821
Eur
3.0327
GBP
3.5254
კონტაქტი