სიახლეები

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ,,საქართველოს ბიზნესის აკადებია-SBA”-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ,,საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA”-ს შორის, დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და ,,საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA”-ს დირექტორმა ია ერაძემ მოაწერეს. მემორანდუმი, საგანმანათლებლო სფეროში მხარეებს შორის აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. 

დოკუმენტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოაწყობენ ერთობლივ ღონისძიებებს, სემინარებს, ლექციებს, ბიზნეს-კონფერენციებს, ფორუმებსა და შეხვედრებს, მოამზადებენ და გამოაქვეყნებენ სასწავლო სახელმძღვანელოებს, სტატიებსა და პუბლიკაციებს, ასევე შეიმუშავებენ და წარადგენენ ერთობლივ პროექტებს, ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციებიდან დაფინანსების მოპოვების მიზნით. 

მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას პროფესიული განათლება წარმოადგენს. შესაბამისად, მხარეები მზადყოფნას გამოთქვენ,  პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად ითანამშრომლონ და ერთობლივ ღონისძიებები გამართონ.

15/04/2019

ვალუტის კურსი

USD
2.9232
Eur
3.2395
GBP
3.5561
კონტაქტი