ფორს-მაჟორის დამოწმება

ფორს-მაჟორული გარემოებები წარმოადგენენ ისეთ საგანგებო და შეუქცევად გარემოებებს, როგორიც არის სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, ხანძარი, წყალდიდობა, მიწისყვრა, ქარიშხალი, ეპიდემია, გაფიცვა, სამხედრო მოქმედებები, საქონლის (მომსახურების) ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა(ემბარგო) და სხვა.

რა არის საჭირო ფორს-მაჟორული გარემოებების დამოწმებისათვის? 

ფორს-მაჟორული გარემოებებისა და საგარეო ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების დამოწმება ხორციელდება დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადება უნდა მოიცავდეს მოთხოვნილი ფორს-მაჟორული გარემოების მოკლე აღწერას და დროის იმ მონაკვეთის მითითებას, რომლის განმავლობაშიც მოითხოვება გარემოების დამოწმება. ამასთან, აღნიშნული უნდა იყოს ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ფორს-მაჟორული გარემოების არსებობასთან.

განცხადებას უნდა ერთვოდეს:

- ხელშეკრულება, რომელშიც აღნიშნულია გარემოებები, რომლის დადგომის შემთხვევაში მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან, ან მითითებულია ის საერთაშორისო ხელშეკრულება (კონვენცია) - რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების მხარეთა პასუხისმგებლობისაგან განთავისულების პირობებს და ორგანო, რომელიც უფლებამოსილია დაამოწმოს ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის ფაქტი;
- ყველა ის დოკუმეტი, რომელშიც ასახულია ფორს-მაჟორული გარემოების გამომწვევი მიზეზები, ასევე, ზიანის რაოდენობა და მისი მიზეზობრივი კავშირი ფორს-მაჟორულ გარემოებებთან. 

საქმის წარმოება:

განცხადება და შესაბამისი დოკუმენტების განხილვა ხორციელდება დაინტერესებული პირის მომართვიდან ათი სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგსაქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ადასტურებს ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის ფაქტს ან დასაბუთებულ უარს ამბობს დადასტურებაზე.
საჭიროების შემთხვევაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უფლებამოსილ პირს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი საბუთების წარმოდგენა, თვითონ გამოიხმოს საჭირო დოკუმენტაცია შესაბამისი ორგანოებისგან ან დანიშნოს ექსპერტიზა, რომლის შედეგად საქმის წარმოების ვადა გაიზრდება აღნიშნული მოქმედებების განხორციელებამდე.
ფორს-მაჟორისა და საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების დამოწმების მომსახურების ღირებულება შეადგენს  500 ლარს. მომსახურების ღირებულება შეიძლება განისაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ფინანსური ზიანიდან გამომდინარე, თანხის 4%-მდე ოდენობით.


}

ვალუტის კურსი

Gel
1
USD
2.6029
Eur
2.7333
GBP
3.2411
კონტაქტი