ღონისძიებები

საქართველო-მოლდოვას ბიზნეს ფორუმი

2017 წლის 27 აპრილს, საქართველოს ეწვევა მოლდოვას რესპუბლიკის ბიზნეს დელეგაცია, მოლდოვას რესპუბლიკის რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი ვასილე ბიტკას ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაშია 10 კომპანიის წარმომადგენელი, რომელთა მიზანია პარტნიორული ურთიერთობების დამყარება შესაბამის ქართულ კომპანიებთან. 27 აპრილს, სასტუმრო „Radisson Blu Iveria“-ში, 10:00 საათზე, გაიმართება საქართველო-მოლდოვას ბიზნეს ფორუმი, სადაც კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პირისპირ გამართონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მოლდოვას ბიზნეს დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: სასაოფლო-სამეურნეო სფერო; კონსალტინგი; ტექსტილი; ინფორმაციული ტექნოლოგიები; ტურიზმი; სამშენებლო კონსტრუქციები და სხვა.

ვალუტის კურსი

USD
2.4444
Eur
2.6590
GBP
3.1330
კონტაქტი