ღონისძიებები

როსტოვის ბიზნეს დელეგაციის ვიზიტი

2017 წლის 26-30 აპრილს, საქართველოს ეწვევა რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქის ბიზნეს დელეგაცია. დელეგაციის შემადგენლობაშია 7 კომპანიის წარმომადგენელი, რომელთა მიზანია პარტნიორული ურთიერთობების დამყარება შესაბამის ქართულ კომპანიებთან. 27 აპრილს სასტუმრო „Holiday Inn“-ში, 11:00 საათზე, გაიმართება ქართული და როსტოვის ოლქის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა შეხვედრა, სადაც რუსული და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პირისპირ გამართონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. როსტოვის ოლქის ბიზნეს დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: მარცვლეული და შაქარი, ხორცი და ფრინველის ხორცი, მათ შორის სუბპროდუქტები, რძის პროდუქტების გადამუშავება, მარკირების მასალების წარმოება, აღჭურვილობა მარკირებისთვის, კონსულტაციის გაწევა მარკირების ტეხნოლოგიაში, ანტიკოროზიული მასალები, ავტო-ნაწილები, ავტო-ნაწილები სოფლის მეურნეობის ტექნიკისათვის და სხვა.

ვალუტის კურსი

USD
2.4075
Eur
2.7092
GBP
3.0676
კონტაქტი