ღონისძიებები

საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმი

2017 წლის 18 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტ“-ში, 09:00 საათზე, გაიმართება საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმი. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბ-ნი გენადი არველაძე, ავსტრიის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე, ქ-ნი. ბერნადეტე გერლინგერი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ქ-ნი ნინო ჩიქოვანი და ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტი ბ-ნი რიჩარდ შენცი. ბიზნეს ფორუმის მიზანია საქართველოსა და ავსტრიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და ბიზნეს წრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარება. ქართული და ავსტრიული კომპანიების ს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პირისპირ გამართონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ავსტრიის ბიზნეს დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: მანქანათმშენებლობა, ჰიდრავლიკური ელექტროენერგიის წარმოება, ნარჩენების გადამამუშავებელი ტექნოლოგიები; მსუბუქი და სატვირთო მანქანების ძრავების შესამოწმებელი ტექნოლოგია; ნავთობქიმია, ფარმაინდუსტრია; დეტექტორების, ონკანების და სხვა საზომი ხელსაწყოების წარმოება; ჰიდროელექტროსადგურები; ტურიზმი; დეველოპერული კომპანიები; სახანძრო სიგნალიზაცია; საინჟინრო სერვისები; ჯართის გადამუშავება; საკონსულტაციო სერვისები; თუჯის მილსადენის სისტემები; მენეჯმენტის სისტემები ელექტრონულ სწავლებაში; საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა.

ვალუტის კურსი

USD
2.4826
Eur
2.9305
GBP
3.3029
კონტაქტი