ღონისძიებები

საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი

2017 წლის 23 მაისს, პრაღაში საქართველო-ჩეხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის ფარგლებში იგეგმება საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი. გაიმართება პირისპირ შეხვედრები ქართული და შესაბამისი სფეროს წარმომადგენელ ჩეხურ კომპანიებს შორის. ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ პოტენციურ პარტნიორებთან. ფორუმის სფეროები განისაზღვრება ქართული კომპანიების ინტერესების შესაბამისად. ღონისძიებაზე საქართველოს ბიზნეს-სექტორის დასწრებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა უზრუნველჰყოფს. დაინტერესების შემთხვევაში კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ კთხვებით მიმართონ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას. საკონტაქტო პირი: ლიზი მარცვალაძე ელ.ფოსტა: lizi.martsvaladze@gma il.com; ტელ: 591199993

ვალუტის კურსი

USD
2.4826
Eur
2.9305
GBP
3.3029
კონტაქტი