საქართველო კავკასიის რეგიონში, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის მეზობლად მდებარეობს. მას ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და ქმნის კარიბჭეს ევროპასა და აზიას შორის. იდეალური ადგილმდებარეობა შავი ზღვის სანაპიროზე მარტივად აკავშირებს ერთმანეთთან ევროპის ძირითად, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის რეგიონებს.
საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გლობალურ ეკონომიკაში უფრო აქტიური როლის შესრულებაა. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შექმას საერთაშორისო კომპანიების წარმატებით ოპერირებისთვის.
როგორც მთავარი რეგიონული სატრანსპორტო ჰაბი, საქართველო მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გვთავაზობს განახლებული და გაფართოებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით, რომელიც მოიცავს გაუმჯობესებულ მაგისტრალებს, ასევე გამართულ სარკინიგზო და საზღვაო ქსელს. ქვეყნის სამი საერთაშორისო აეროპორტი - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის - უზრუნველყოფს უშუალო წვდომას უმთავრეს საერთაშორისო კავშირებთან.
საყოველთაო რეფორმების განხორციელების გზით, ინვესტორებს ლიბერალურ საგადასახადო სისტემასა და ბიზნესზე მეტად მორგებულ გარემოს ვთავაზობთ. ამით საქართველომ დაამტკიცა, რომ იგი მზადაა, კარი გაუხსნას საერთაშორისო ინვესტორთა საზოგადოებას. გარდა ამისა, პრო-ბიზნეს კანონმდებლობამ და მოქნილმა შრომითმა ურთიერთობებმა ხელი შეუწყო ვაჭრობის ლიბერალიზაციას და ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას. მეტიც, საქართველო გთავაზობთ ბიზნესისთვის გამარტივებულ ადმინისტრაციულ და სარეგისტრაციო მომსახურებას, რომელთა გამოყენებით ყველა საჭირო დოკუმენტაციის ერთ სივრცეში მიღება არის შესაძლებელი.