საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გიწვევთ დღგ-ს რეფორმის პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება 2020 წლის 27 ივლისს.
ფინანსთა სამინისტრო წარმოგიდგენთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ დღგ-ს რეფორმას, რომელიც მრავალ ცვლილებას მოიცავს, მათ შორის:
- განიმარტა ტერმინები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ დღგს დაბეგვრისთვის,
- ფართოვდება მომსახურებების ჩამონათვალი, რომლის გაწევა საქართველოს ფარგლებს გარეთ არ დაიბეგრება.
- ფართოვდება და ზუსტდება საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები
- საქონლის დროებით შემოტანა აღარ განიხილება დასაბეგრ ოპერაციად,
- არ დაიბეგრება ორგანიზაციის მიერ სახსრების მოზიდვის მიზნით, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ცალკეული სოციალური ხასიათის საქმიანობა
- არ დაიბეგრება საქონლის ნიმუშის, ან მცირე ღირებულების საჩუქრის გადაცემა
დღგ-ს რეფორმის ამოქმედების შემდეგ, დამკვიდრდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის.
ქართული და ევროპული დღგ-ს შესაბამისობა ქმნის შესაძლებლობას შემუშავდეს შიდა პროცედურები ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და ინტერპრეტაციების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით.
ცვლილებების ამოქმედება 2021 წლის იანვრიდან იგეგმება.