სტატუსი:
დასრულებული
+ 5 კომპანია შემოუერთდა ღონისძიებას
საინფორმაციო სესია ქალთა გაძლიერების პრინციპების შესახებ
საინფორმაციო სესიის მიზანია, გააცნოს ბიზნეს სექტორს ქალთა გაძლიერების პრინციპები. ქალთა გაძლიერების შვიდი პრინციპი ასწავლის ბიზნესს, როგორ გააძლიეროს ქალები სამუშაო ადგილზე, ბაზარსა და საზოგადოებაში. პრინციპებს საფუძველი ჩაეყარა ქალთა საერთაშორისო დღეს 2010 წელს და შექმნილია ერთობლივად გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ. პრინციპების საფუძველზე შესაძლებელია კომპანიაში „გენდერულ ჭრილში“ მიმდინარე ინიციატივების, გეგმებისა და ანგარიშგების მეთოდების გაანალიზება და კომპანიების დახმარება მათ საქმიანობაში გენდერული თანასწორობის საკითხის ჩართვის მიზნით.
საინფორმაციო სესია ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში” ფარგლებში. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში კერძო სექტორის აქტიურ ჩართვას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა პროექტში 2019 წლის ოქტომბერში ჩაერთო.