სტატუსი:
სამომავლო
+ 0 კომპანია შემოუერთდა ღონისძიებას
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ტრენინგი "სამუშაო შეხვედრა მცირე ბიზნესთან"
შეხვედრები განკუთვნილია ყველა იმ ფიზიკური პირებისთვის/ინდივიდუალური მეწარმეებისთვის რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 500 000 ლარს.
- მცირე ბიზნესის სტატუსი - რაში გამოიხატება მისი რეალური დადებითი და უარყოფითი მხარეები, რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება;
- ინდივიდუალური მეწარმის/მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრა და დეკლარირების ვალდებულება;
- საქმიანობაში ხშირად დაშვებული ხარვეზები მათი გამოსწორება და გამონაკლისი შემთხვევები;
- შემოსავლების აღრიცხვა და ხარჯის დოკუმენტაციის წარმოება (შესყიდვის აქტები, სასაქონლო ზედნადებები);
- ყველაფერი - აღრიცხვის სპეციალური ჟურნალის წარმოების და შევსების წესის შესახებ;
- მიკრობიზნესის სტატუსი - ანუ გადასახადებისგან და ვალდებულებისგან განთავისუფლება;
- ვრცელი კითხვა-პასუხი და დეტალური ანალიზი წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.