შეხვედრის ფარგლებში განვიხილავთ საქვეანგარიშო თანხების, დებიტორული დავალიანების, სალაროს ნაშთის (უძრავი, მზარდი, ფიქტიური), არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი სხვაობების დაბეგვრის შესახებ ახალ (2019 წლის ივლისსა და ნოემბერში) შემუშავებულ საკანონმდებლო რეგულაციებსა და პროცედურებს, შედგენილს კონკრეტული მაგალითებისა და ქეისების საფუძველზე, რომელიც შედგენილია პრაქტიკიდან მომდინარე სიტუაციებზე.
შეხვედრები განკუთვნილია ყველა გადასახადის გადამხდელი იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას.
კერძოდ, სემინარის განმავლობაში შევეხებით შემდეგ მეთოდურ მითითებებს/პროცედურულ სახელმძღვანელოებს:
- სალაროს უძრავი (მ.შ. მზარდი) ნაშთის დაბეგვრის შესახებ;
- საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების დაბეგვრის შესახებ, როდესაც დავალება არ შესრულდა და თანხა არ დაბრუნდა ან გვიან დაბრუნდა (მათ შორის ფორმალურად დაბრუნდა ყოველი თვის ბოლოს.);
- დირექტორზე და დამფუძნებელზე უპროცენტოდ (ან საბაზროზე დაბალი პროცენტით) გაცემული სესხების დაბეგვრის შესახებ;
- შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი ხარჯების და შემოსავლების სხვაობის დაბეგვრის შესახებ;
- საგადასახადო დავალიანების ფარგლებში კერძო სამართლის იურიდიული პირის (შპს, სს) დირექტორისა და დამფუძნებლის პასუხისმგებლობის შემთხვევები;
- საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული უახლოესი ცვლილებები;
- კითხვა-პასუხი პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით და მათი გადაჭრის გზები (მათ შორის განვიხილავთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომებს დღგ-ს დეკლარირების დროს).