გამოქვეყნების თარიღი: 2019 წლის 20 ნოემბერი.
წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 31 დეკემბერი.
პროგრამის მიზნები:
• პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა;
• არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების ხელშეწყობა;
• მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა;
• ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების შექმნის ხელშეწყობა;
• საერთაშორისო სტანდარტების და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;
პროგრამის კომპონენტები:
პროგრამა მოიცავს კომპონენტებს როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის.
• პირველადი წარმოების კომპონენტი - ინდივიდუალური ფერმერების, რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;
• გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების კომპონენტი - მოქმედი/ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება;
პროგრამის პრიორიტეტები:
პროგრამის განხორციელების მიზნობრივი გეოგრაფიული არეალია:
საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი შემდეგი თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ფოთის გარდა.
* შენიშვნა აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ქ. თბილისში 30 წლამდე ახალგაზრდებსა და მდედრობითი სქესის წარმომადგენელ ბენეფიციარებზე, რომელთაც სურთ თანადაფინანსების მიღება ყვავილების სასათბურე მეურნეობის მოწყობის/რეალიზაციის მიზნით.
პირველადი წარმოების და გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტების ფარგლებში დასაფინანსებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები:
* შენიშვნა შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნარგავებით შემოღობვა (ე.წ. მწვანე შემოღობვის უზრუნველყოფა).
• ხურმა;
• ვაშლი;
• ატამი;
• ბოსტნეული;
• დაფნა;
• თაფლი;
• კენკროვანი კულტურები;
• თაფლოვანი კულტურები;
• კაკალი;
• ყვავილების კულტურები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: