გამოქვეყნების თარიღი: 2019 წლის 21 იანვარი.
წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 31 დეკემბერი.
2018 წლის იანვრიდან FAO ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამას “საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა ENPARD III- ის ფარგლებში”. პროექტი მოიცავს საქმიანობის სამ ძირითად სფეროს; 1) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (MEPA) და მისი უწყებების ტექნიკური დახმარება FAO-ს ეროვნული და საერთაშორისო კონსულტანტებისა და ტექნიკური ოფიცრების მიერ; 2) მცირე ფერმერების, სოფლის მეწარმეების, კოოპერატივების, მცირე და საშუალო საწარმოებისა და მუნიციპალიტეტებისათვის ინდივიდუალური გრანტების უზრუნველყოფა მათი კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად და 3) გაფართოების სტრატეგიის პილოტირების ღონისძიებების განხორციელება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის დემონსტრაციებს, ინფორმაციის გავრცელებას, ჩართულობასა და სხვა სასწავლო საქმიანობას ფერმერებისთვის.
პროექტის ძირითადი პარტნიორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საველე აგენტების ჩათვლით – რეგიონალური საინფორმაციო ცენტრები (RIC) და საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრები (ICCs); პოლიტიკის განმახორციელებელი ისეთი ინსტიტუციები, როგორიცაა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო (APMA) და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო (ACDA). მეორე მხრივ პროექტი ხორციელდება ENPARD პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და პარტნიორობით. აღნიშნული პროექტი ეხმიანება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ENPARD III-ის ფარგლებში განხორციელებულ პროექტს „საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა“.
საბოლოო ბენეფიციარები არიან ფერმერები, ფერმერთა ასოციაციები, კოოპერატივები, სოფლის საწარმოები და მეწარმეები, სოფლად მცხოვრები ოჯახები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
FAO თავის პარტნიორებთან ერთად მიზნად ისახავს შემდეგი შედეგების მიღწევას:
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა შესაბამისი უწყებების გაუმჯობესებული შესაძლებლობები, მენეჯმენტის პრაქტიკა და ტექნიკური ცოდნა მდგრადი პოლიტიკის გაძლიერების მიზნით;
საკონტაქტო ინფორმაცია: