სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი მეწარმეს შესაძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სა..."/>
დარწმუნებული ხართ რომ პაკეტის შეცვლა გსურთ?

სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი მეწარმეს შესაძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
კომპონენტი მეწარმეების სთავაზობს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას. მიმართულების ფარგლებში აგრეთვე ხდება საქართველოში წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდების დამკვიდრების სტიმულირების გზით
*სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება/გაფართოება
- კომერციული ბანკის მიერ გაცემულ ახალ სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება პირველი 36 თვის განმავლობაში, ხოლო მოქმედი ბენეფიციარებისთვის, რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში დამატებითი 12 თვის განმავლობაში
- სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსების პროცენტი სესხის შემთხვევაში განისაზღვრება - სესხის გაცემის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს დამატებული 3% (დღეის მდგომარეობით - 11.5%)
- სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარი
- სესხის მაქსიმალური მოცულობა - 4 000 000 ლარი
- სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50% საბრუნავი საშუალებების შესაძენად.
*პროგრამის პირობები
- სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდებს შემდეგ კრიტერიუმებს: იხ. დოკუმენტი
- პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში. რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge -ის მეშვეობით.
თანადაფინანსება საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით
*საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების განვითარება
- საერთაშორისო ბრენდის გამოყენებისათვის („ფრენჩაიზინგის“/მენეჯმენტ კონტრაქტის) ე. წ. Royalty Fees ანაზღაურების დაფინანსება პირველი 36 თვის განმავლობაში, (წლიური 300,000 ლარის ოდენობით)
- პირველი 36 თვის განმავლობაში საბანკო სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება რეფინანსირების განაკვეთს + 3% (დღეის მდგომარეობით - 11.5%)
- სესხის მინიმალური მოცულობა - 50 000 ლარი
- სესხის მაქსიმალური მოცულობა - 10 000 000 ლარი
- საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსება
ტექნიკური დახმარების კომპონენტი მოიცავს ბენეფიციარის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას.
საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების თანადაფინანსება 80%-ის ოდენობით, არაუმეტეს 10 000 ლარისა თითოეულ ბენეფიციარზე.
სერვისის მომსახურების სფეროებია:
- საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურება, გარდა წარმოებისთვის საჭირო ძირითადი საშუალებების (დანადგარ(ებ)ის/ აღჭურვილობის) მონტაჟის ან/და ძირითადი და საბრუნავი საშუალებების მოხმარების (გამოყენების) ინსტრუქციებისთვის გაწეული მომსახურებისა;
- ტრენინგები და კონსულტაციები კომპანიის ან/და წარმოების მართვის, პროდუქტიულობისა და წარმოების მოცულობის ზრდის, ოპერაციების ოპტიმიზაციის, პროდუქციის გაყიდვებისა და მარკეტინგის, კვლევა-განვითარების, ფინანსური ანგარიშგებისა და იურიდიული მიმართულებით;
- წარმოების პროცესში ხარისხის მართვისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვა;
