სავაჭრო პალატა ელექტრონული კომერციის მასშტაბურ,უფასო ტრენინგებს იწყებს.
ტრენინგზე მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია.
ტრენინგები პირველი თებერვლიდან დაიწყება. კურსი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მეწარმეები მიიღებენ საბაზისო თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ელ. კომერციის შემდეგ საკითხებზე:













კურსის დასრულების შემდეგ, გაიცემა ორენოვანი ელექტრონული სერტიფიკატი.
ტრენინგები მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიის მხარდაჭერით ტარდება.
საბაზისო კურსი წარმოადგენს შესავალს ელ. კომერციაში, ჩატარდება ონლაინ რეჟიმში და ძირითადად განკუთვნილია მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის.
ინფორმაციას ტრენინგის თარიღის და დასასწრები ბმულის შესახებ დაინტერესებული პირები მიიღებენ რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტაზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ანა პეტროვა - 599 777 567
a.petrova@gcci.ge