საქართველოს სავაჭრო პალატა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას უერთდება
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია დღეს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ ერთიანდება.
სავაჭრო პალატა ცდილობს, გარკვეული ნაბიჯები გადადგას და ხელი შეუწყოს ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ.
გენდერული ძალადობის დაძლევაში კერძო სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. სწორედ ამიტომ, სავაჭრო პალატა მოუწოდებს კომპანიებს, შეუერთდნენ ამ კამპანიას და შეიტანონ თავიანთი წვლილი გენდერული ძალადობის აღმოფხვრასა და ქალთა გაძლიერებაში.
სავაჭრო პალატა ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი ორგანიზაცია 2019 წელს გახდა.