ტრენინგის პროცესში მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთი საკითხებზე,როგორიცაა: FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულებები და ძირითადი განსხვავებები წიგნებს შორის, ინჟინრის როლი ხელშეკრულებაში, სამუშაოების შეჩერება და მისი სამართლებრივი შედეგები.
ასევე, გამოსწორების შეტყობინებასთან (Notice to Correct) დაკავშირებული საკითხები, ხელშეკრულების შეწყვეტა, საჩივრები, დავის გადაწყვეტის მექანიზმები და სხვა.
სესია დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.
ტრეინინგს სავაჭრო პალატის მოწვეული ექსპერტი, სალომე წურწუმია უძღვებოდა,რომელსაც აქვს რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო დარგში, მათ შორის FIDIC-ის ტიპის სხვადასხვა სახის საკონსულტაციო და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმების, მიმდინარეობის და დასრულების კუთხით.