GS1 საქართველო, არის ერთ-ერთი GS1-ის წევრ 112 ორგანიზაციას შორის, რომელიც პროდუქციის აღრიცხვიანობის მოწესრიგებისა და ელექტრონული ბიზნესის განვითარების მიზნით ახორციელებს საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭებას წევრი კომპანიებისათვის.
GS1 შტრიხკოდების უნიკალურობის უზრუნველსაყოფად თითოეულ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ავტორიზებული ორგანიზაციაა, რომელიც ამ სისტემას მართავს. საქართველოში GS1 სისტემის ადმინისტრირების ოფიციალური უფლება „GS1 საქართველოს“ ეკუთვნის. კომპანიის პრეფიქსი, რომელსაც „GS1 საქართველო“ გასცემს ქვეყნის კოდით - 486 იწყება.
სწორედ ამ სამი ციფრის საშუალებით იდენტიფიცირებული ქართული პროდუქცია ცნობადია მთელს მსოფლიოში. ჩვენთან გაწევრიანებულია 700-ზე მეტი კომპანია, რომლებიც სრულად სარგებლობენ ყველა იმ ხელსაყრელი პირობებით, რასაც GS1-ის საქმიანობა უქმნის წევრ ორგანიზაციებს.
სერვისები