საერთო კრება
საერთო კრება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის უმაღლესი ორგანოა. საერთო კრება წარმოადგენს პალატის ლეგიტიმაციის მთავარ წყაროს და მასში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობაა ჩართული. საერთო კრების დელეგატები საქართველოს მუნიციპალური მოწყობის შესაბამისად ირჩევიან. კრება შედგება თითოეული რაიონიდან 2, თვითმმართველი ქალაქიდან 4 და დედაქალაქიდან 10 დელეგატისგან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ცხინვალის რეგიონი საერთო კრებაზე ორ-ორი დელეგატით არიან წარმოდგენილნი.
პალატის საბჭო
საბჭო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი ორგანოა, რომელიც განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას პალატის ძირითად პრიორიტეტებზე, მიზნებსა და სტრატეგიაზე.
საბჭოს შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა მეწარმე სუბიექტების გაერთიანების (ასოციაციის) წარმომადგენლები და პალატის პრეზიდენტი. საბჭოს წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები. პალატის საბჭოს მოწყობის პრინციპი უზრუნველყოფს პალატის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და მის მუშაობაში საქართველოს ბიზნეს სექტორის ჩართულობას. შესაბამისად, იგი არის კოორდინაციისა და დიალოგის ეფექტური პლატფორმა.
პალატის საბჭოში ამჟამად შედგება 38 წევრისგან.