ნინო ბაბუხადია - 2019 წლის სექტემბრიდან იკავებს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.
სამუშაო გამოცდილება
2019 წ. - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი - ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
2017-2019 წ.წ სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო - ფინანსისტი
ასევე, სხვადასხვა დროს ნინო ბაბუხადია დასაქმებული იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და იუსტიციის სახლში. მას აქვს ასევე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
განათლება
ნინო ბაბუხადიამ დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტი. ფლობს ბაკალავრის ხარისხს შრომის ეკონომიკაში და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს მაკროეკონომიკის სპეციალობით.