ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან (IHK) 2015 წლის ივლისიდან თანამშრომლობს.
ერთობლივი პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და საქართველოში შრომითი ბაზრის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის ვადა 3 (+3) წელია და მიზნად ისახავს პალატის საინფორმაციო და საკონსულტაციო სერვისების გაუმჯობესებას.
IHK-ს გრძელვადიანი ექსპერტი პალატაში მუშაობს 2016 წლის თებერვლიდან. პალატის გაძლიერების ფარგლებში განხორციელდა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები, სასწავლო ტურები, გადამზადების პროგრამები და ა.შ. ტრენინგები გაიარეს ასევე პალატის საბჭოს წევრებმა, რომლებიც ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორს წარმოადგენენ.
პროექტის ფარგლებში, საქართველოსა და მიუნხენის სავაჭრო-სამრეწველო პალატები მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან- პროფესიული განათლების რეფორმის მიმართულებით. კერძოდ, დუალური პროფესიული განათლების სისტემის იმპლემენტაციაში პალატის როლის გაზრდის კუთხით.
„საქართველოს რკინიგზისთვის“ შემუშავებული იქნა სერვისების გაუმჯობესების სპეციალური პროგრამა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს რკინიგზის თანამშრომლებმა გადამზადების კურსები გაიარეს მიუნხენში. ერთობლივი პროექტის მხარჭერით, პალატამ დააფუძნა DCFTA -ს საინფორმაციო ცენტრის ოფისები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. პროექტის მხარდაჭერით საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა განახორციელა არბიტრაჟის ინსტიტუტის პოპულარიზაციის აქტივობები. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობადობის გასაზრდელად მიუნხენისა და ზემო ბავარიის პალატა აფინანსებს მედია ტურებს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლები. ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მთავრობისა და ბიზნესის დამაკავშირებლი რგოლის ფუნქცია გააუჯობესა. ღია დიალოგის ფორმატის შეხვედების ფარგლებში გაუმჯობესდა რეგიონულ ბიზნესთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის ხარისხი.